ირაკლი ზარქუა: იმის ნაცვლად, რომ ბიუჯეტზე ვიმსჯელოთ, პოლიტიკური მასხარა ხაბეიშვილი გამოდის, ურცხვად იტყუება და შოუს დგამს

იმის ნაცვლად, რომ ბიუჯეტზე ვიმსჯელოთ, პოლიტიკური მასხარა ხაბეიშვილი გამოდის, ურცხვად იტყუება და შოუს დგამს, – ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებოთ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მან “ნაციონალურ მოძრაობას“ და “ევროპულ საქართველოს“ მიმართა და განაცხადა, რომ ის დანაშაულები, რასაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა, აღარ განმეორდება.

“დღეს ლევან ხაბეიშვილს შოუების დადგმაში გოკა გაბაშვილიც აჰყვა. ბატონო გოკა, თქვენ რეალურად პირნათელი რომ იყოთ, თავად დიდი ხნის წინ დაადებდით “ნაციონალურ მოძრაობას“ ბოქლომს, რათა არასოდეს განმეორდეს ამ ქვეყანაში ის, რასაც თქვენ და თქვენი გუნდი აკეთებდით: დაკავებები პოლიტიკური ნიშნით, ბიზნესის მიტაცება, ტერორი და სხვა უამრავი უმსგავსობა, “- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ დღეს საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს იხილავენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

“დღეს თბილისისთვის მნიშვნელეოვანი დღეა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ განვიხილოთ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, ვისაუბროთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებზეც 400 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, პოლიტიკური მასხარა ხაბეიშვილი გამოდის, ურცხვად იტყუება და შოუს დგამს, თითქოსდა ჩვენ მათ საკრებულოს სხდომაზე არ ვუშვებთ,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციის აქტივისტ ახალგაზრდებსაც მიმართა და მოუწოდა, არ აყვნენ “ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი ინტერესების გატარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები