ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ~სოფელ ცხრაწყაროში, პირველ და მეორე სვირში, წიფლავაკეში, ასევე კლდეეთი – კინოთის სასოფლო გზებზე მიმდინარეობს.
გზების კეთილმოწყობის პროცესს ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე, დავით მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც გიორგი გოგლიჩიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, 2021 წლისთვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ყველა სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს.
გზების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები