აქციის მონაწილეებმა ედიშერ თოლორაიას ბიუროს ოფისში შესვლა ვერ შეძლეს და ბოქლომი მოაჯირს დაადეს

“ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა,  მხარდამჭერებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, პარლამენტის წევრის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, ედიშერ თოლორაიას ბიუროს ოფისის კარზე ბოქლომის დადება სცადეს, თუმცა ამის საშუალება დეპუტატის მხარდამჭერებმა არ მისცეს.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ბიუროს ოფისში შესვლა ვერ შეძლეს, ბოქლომი შენობის მოაჯირს დაადეს და ტერიტორია დატოვეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები