თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ფოტო არ ასახავს რეალობას
თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი პლასტმასის მილებს ეკიდა. ​
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
​ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ​ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები