“ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ქუთაისის საკრებულოს “ნაცმოძრაობის“ დეპუტატის კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს

“ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ქუთაისში, საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გიგა შუშანიას კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს.

ცოცხებზე მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძის და ელენე ხოშტარიას ფოტოებია გაკრული.

შეგახსენებთ, ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადების მცდელობას დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები