ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ახალციხის სოფელ ფარეხასთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გვიან ღამით მომხდარ ავარიას, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა, ორი ადამიანი ემსხვერპლა.
გ. თ. და შ.კ. ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილზე ემსხვერპლნენ. მანქანაში მჯდომი კიდევ ერთი მამაკაცი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.