​ქუთაისში მსახიობებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება გააპროტესტეს

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ, მსახიობებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, დაუშვებელია ექიმის საქმიანობის შეზღუდვა და ვაჟა გაფრინდაშვილი მალე უნდა იქნას გათავისუფლებული.

ექიმი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს  დააკავეს. ის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს, რის გამოც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ამასთან განაცხადეს, რომ ექიმი 2008 წლის ომში მონაწილეობდა, რასაც ქართული მხარე არ ადასტურებს. ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორშია მოთავსებული. მის მხარდასაჭერად არაერთი აქცია გაიმართა.

ცნობისთვი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. კგბ -მ  ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გაავრცელა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები