„ეს არის პიარ-პოლიტიკური მანევრი, კონტრშეტევა“ – უსუფაშვილი სრულად მაჟორიტარული სისტემის შესახებ ინიციატივაზე

ეს არის პიარ-პოლიტიკური მანევრი და მეტი არაფერი, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ეხება.

როგორც უსუფაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ინიციატივის მიღებას კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა სჭირდება.

„ეს არის პიარ-პოლიტიკური მანევრი და მეტი არაფერი, ყურადღების გადატანა. ჩემი და თქვენი დროის ამაზე მოცდენა. ამ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება კონსტიტუციაში ცლილების შეტანა. ის, რასაც ისინი გვთავაზობენ, საჭიროებს 113 ხმას. მოდი, კარგად დავითვალოთ იმ პარლამენტში აქვთ, თუ არა 113 ხმა დღევანდელი მდგომარეობით. ეს ხმები არ აქვთ. ჯერ პატივცემულმა ხუნდაძემ და სხვებმა გვითხრან, ვინ არის ეს 113 პოტენციური მხარდამჭერი. ამ წუთის მდგომარეობით 60-მდე პარლამენტის წევრია, რომელიც ამ საკითხში გაემიჯნა ხელისუფლებას.

ბიძინა ივანიშვილი პიარ-სტრატეგიის შემოქმედია, სხვა რა როლი უნდა ჰქონდეს ამ საკითხში. არა მგონია, დიმიტრი ხუნდაძეს ყველა სიტყვას თავად უწერდეს, მაგრამ სტრატეგიას განსაზღვრავს. როგორც ჩანს, შეიკრიბა 5-6 კაცი სადღაც და თქვა, აქედან გვაწვებიან, მოდი ჩვენ მეორე პოლუსი ავიღოთ. გავაჩაღოთ საუბარი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე. ვითომ ესაა თემა. კონტრშეტევა დაიწყეს სხვა ფლანგიდან.

ზუსტად იციან, რომ ამის შესრულების თეორიული შანსიც არ არის პარლამენტში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე თანამოაზრეებთან ერთად, არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პარლამენტში პროცედურებს იწყებს.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მაჟორიტარები რეგიონებში მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

„ჩვენ საზოგადოებას სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიციატივა გავაცანით და დავპირდით, რომ უმოკლეს ვადებში წარვადგენდით კონკრეტულ პროექტს პარლამენტში, რომელიც შემდეგ განხილვის საგანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი პროცედურული გზა და ამას დავიწყებთ. იქნება საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, მას ვთხოვთ, რომ წარმოებაში მიიღოს საქმე და ბიულეტენები მოგვცეს, რომ გავიდეთ რეგიონებში და მოვაგროვოთ საჭირო ხმები ინიციატივის მხარდასაჭერად. ჩვენ პარლამენტში დეპუტატებს შორის ვიმუშავებთ და რა თქმა უნდა, გავალთ რეგიონებშიც, დიდ ქალაქებშიც და მოვაგროვებთ მხარდამჭერთა ხმებს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე საკუთარ სამუშაო კაბინეტში გუშინ მაჟორიტარების ნაწილს შეხვდა, მათ შორის იყვნენ კარლო კოპალიანი, კახა ოქრიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები