ზაალ უდუმაშვილი: ბოქლომიც დაიდება, პიკეტირებაც იქნება და სამსახურებშიც ვერ შევლენ

მთავრობის კანცელარიასთან, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ უფრო დიდი პროტესტი იქნება, ბოქლომიც დაიდება, პიკეტირებაც იქნება და სამსახურებშიც ვერ შევლენ.

მისივე თქმით, მთავრობა უკვე დასრულებულია.

 
“კითხვა მაქვს იმ ხალხთან, ვინც გადაწყვიტა დღეს, რომ ჩვენ არ მიგვიშვას კართან. ეს უფრო დამაზიანებელია ახლა ხელისუფლებისთვის რომ ჭიდაობა მიმდინარეობს კანცელარიასთან, თუ, ბოქლომი დაგვედო და დავშლილიყავით? ჯიბრზე არიან, ჩვენ უარესს ჯიბრზე ვიქნებით. რა მნიშვნელობა აქვს, დღეს არ დაგვადებინებენ, ხვალ მოვალთ და ხვალ დავადებთ, რა მნიშვნელობა აქვს ამათთვის? ბოქლომიც დაიდება, უფრო დიდი პროტესტიც იქნება, პიკეტიც იქნება და სამსახურებშიც ვერ შევლენ. ეს მთავრობა უკვე დასრულებელია, მთავარია ახლა ბოლომდე მივიყვანოთ ყველაფერი,” – განმარტა უდუმაშვილმა.
 
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ბოქლომები კანცელარიის ღობეზე დაკიდეს.
 
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები რამდენიმე დღეა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომებს ადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები