აქციის მონაწილეებმა ბოქლომები კანცელარიის ღობეზე დაკიდეს

“გასაღები ეკუთვნის ხალხს”, – ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიის ღობის, სხვადასხვა ლოკაციაზე ბოქლომები განათავსეს.

როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, კვლავ იქნება მშვიდობიანი აქციები, სანამ ხალხისთვის დანაპირები არ შესრულდება.

​შეგახსენებთ, რომ აქცია მთავრობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. ამ დროისათვის ადგილზე რჩებინ აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები