ვაჟა სირაძე: აქციის მონაწილეები კანცელარიის ცენტრალურ კარებს ვერ ჩაკეტავენ

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილები სამართალდამცველების მოთხოვნას უნდა დაემორჩილონ და შენობის გვერდით შესასვლელს დაადონ ფორმალურად ბოქლომები.

მისივე თქმით, ის ვინც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილება, დააკავებენ.

„გარკვეული პირები ცდილობენ ცენტრალური შესასვლელის პიკეტირებას და ბოქლომის დადებას. ჩვენ მოვუწოდეთ, რომ გვერდზე შეუძლიათ დაადონ ბოქლომი ფორმალურად, სადაც კარები არ არის. ცენტრალური შესასვლელის კარები არ ჩაიკეტება. მაგრამ მოდიან პროვოკაციაზე და ცდილობენ ცენტრალურ შესასვლელს დაადონ ბოქლომი. შენობის ბლოკირება არ შეიძლება, ავუხსენით არაერთხელ, რომ ეს კანონის დარღვევაა, შესაბამისად პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში, ვინც არ დაემორჩილება დაკავდება“, – განმარტა სირაძემ.

ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი და ცდილობენ შენობის ცენტრალურ შესასვლელს ბოქლომი დაადონ, რის შესაძლებლობას მათ პოლიცია არ აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები