ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობისთვის ბოქლომის დადებას ცდილობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები შენობისთვის ბოქლომის დადებას ცდილობენ.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც ოპოზიციის ლიდერებს ამის საშუალებას არ აძლევენ და კანონმორჩილებისთვის მოუწოდებენ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მათ აქვთ უფლება, რომ კანცელარიის ჯიშჭკარს ბოქლომი დაადონ. „კანონით ვმოქმედებთ. ჩვენ არ მოგვბეზრდება, ვიდრე თქვენ არ მოგბეზრდებათ ამათთვის სისულელეში ჩაყოლა“, – განაცხადა გიგი უგულავამ. აქციაზე იმყოფებიან გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ზაალ უდუმაშვილი, გიორგი ვაშაძე და მათი მხარდამჭერები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები