მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს

21 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. მთავარანგელოზობის დღესასწაულზე წმინდა მთავარანგელოზების: მიქაელის და სხვათა უხორცოთა ძალთა – გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის ხსენებას აღნიშნავენ.

წმინდა მთავარანგელოზების კრების აღნიშვნა IV საუკუნის დასაწყისში ლაოდიკიის კრებაზე გადაწყდა. კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა.

დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს – ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება.

მთავარანგელოზები უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს. ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი.

მთავარანგელოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები