მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება – ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

დღეს, სამოქალაქო აქტივისტები 11:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. მოძრაობა “სირცხვილია” და “შეცვალეს” წარმომადგენლები, კანცელარიას ბოქლომს დაადებენ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

პროტესტის პარალელურად, 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. საპროტესტო აქციის ფონზე, მოსამართლემ გადაწყვეტილება 25 აქტივისტთან დაკავშირებით უნდა მიიღოს.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის, გენერალური პროკურატურის და მოდულის შენობის ჭიშკრებს ბოქლომი უკვე დაადეს.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები