ბათუმში კომერციული ობიექტი გაქურდეს – წაღებულია ნოუთბუქი

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, გვიან ღამით კომერციული ობიექტი გაქურდეს – წაღებულია ნოუთბუქი.

სამართალდამცველებმა ადგილზე თითის ანაბეჭდები აიღეს და ოფისის მეპატრონეც გამოკითხეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი კვირის წინ ლომბარდიც გაქურდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები