ირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით კანონმდებლობა მიიღო, რომელიც აბსოლუტურად გამართულია
“სახელმწიფომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით კანონმდებლობა მიიღო, რომელიც აბსოლუტურად გამართულია,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული სენსიტიური დამოკიდებულება აქვთ ძაღლების მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„სახელმწიფომ ამ მიმართულებით მიიღო კანონმდებლობა, რომელიც გამართულია და გათვალისწინებულია ყველა ის თანამედროვე სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში არსებობს. არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული სენსიტიური დამოკიდებულება აქვთ ძაღლების მდგომარეობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ეს ერთგვარი მახინჯი პოლიტიკური შემოჭრა ველზე, სენსაციის მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადებაც კი ემსახურება ერთ მიზანს, რომ არა ძაღლებთან დაკავშირებულ პრობლემაზე იყოს საუბარი, ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე”,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.