ბოლნისის მერია: ზამურ ჭითანავამ სოფელ რატევანში, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ნოდარ დევნოზაშვილის სახელობის სკვერი და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა, რომელიც რეაბილიტაციასა და შესაბამის მოწესრიგებას საჭიროებს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, სოფელ რატევანში, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ნოდარ დევნოზაშვილის სახელობის სკვერი და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა, რომელიც რეაბილიტაციასა და შესაბამის მოწესრიგებას საჭიროებს. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
“მერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში არსებული სკვერები და რეკრეაციული სივრცეები სრულად იყოს მოწესრიგებული და მოსახლეობისათვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ქმნიდეს.
მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიას სამომავლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.