ოზურგეთში, ფარნავაზ მეფის ქუჩის III შესახვევის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

ქალაქ ოზურგეთში, ფარნავაზ მეფის ქუჩის III შესახვევის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს ქალაქის მერი პაატა კუნჭულია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კუნჭულიას თქმით, ქალაქის ყველა ქუჩასა და შესახვევში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია.

„ქალაქ ოზურგეთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება. ფარნავაზ მეფის III შესახვევში უკვე მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემა და მილხიდი, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს გზის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების კეთილმოწყობა.

პროექტი ხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ერთობლივი დაფინანსებით. მისი საერთო ღირებულება 313 098 ლარს შეადგენს და სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება გახდება უფრო უსაფრთხო და კომფორტული.

ჩვენთვის პრიორიტეტულია, ქალაქის ყველა ქუჩასა და შესახვევში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რის მიმართულებითაც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და არაერთი საგზაო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.” – განაცხადა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები