კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში – თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს

„შეკითხვაში იტყუებით. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა გაქვთ საზოგადოება მოატყუოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. თქვენ შეიძლება თქვენი „ბაბლი“ მოატყუოთ და ამყოფოთ სიცრუეში, მაგრამ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოთ ხალხი“- ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უფასო სასადილოების თაობაზე დასმული კითხვის შესახებ.

კალაძე უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტზე ამბობს, რომ დანაშაულში კონკრეტული კომპანიები გამოვლინდნენ და თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

„გამოვლინდნენ კონკრეტული კომპანიები, ვისაც აქვს დანაშაული. 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სისტემატურად ახორციელებენ სანიტარულ მიმართულებაზე შეფასებას, დათვალიერებას, რომ რაიმე პრობლემები არ იყოს აღნიშნული მიმართულებით. რაც შეეხება, პროდუქციის მიღება-ჩაბარებას, ბენეფიციართა აღრიცხვას, კონტროლს, ეს ყველაფერი ევალება კონტრაქტორ კომპანიას. ეს ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული. შესაბამისად, თუ გამგეობის თანამშრომლები დანაშაულში იყვნენ შემჩნეული, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა და მათ დააკავებდნენ. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს და გაირკვევა ყველაფერი“- აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები