მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი ოპონენტებს: ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა – როგორ ვბედავდით და პერსონალური არჩევანის უფლებას ვართმევდით ხალხს

0

“ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა – როგორ ვბედავდით და „პერსონალური არჩევანის უფლებას ვართმევდით ხალხს”, – მაჟორიტარი დეპუტატები ოპონენტების – ძირითადად, “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან ასოცირებული პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან მომდინარე კრიტიკას პასუხობენ.
განცხადება მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით დიმიტრი ხუნდაძემ გაავრცელა.
„რაც შეეხება პოლიტიკური ოპონენტების, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის” წიაღში ან მის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან უწყვეტ ნაკადად მომდინარე ზღვარს გადასულ, შეურაცხყოფანარევ კრიტიკას. მათი უპრინციპობის და ორმაგი სტანდარტის საილუსტრაციოდ, მხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლებით: როდესაც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს, ხმოსანთა მიერ მისი არჩევის წესით ვცვლიდით, ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა – როგორ ვბედავდით და „პერსონალური არჩევანის უფლებას ვართმევდით ხალხს”. ახლა კი, იგივე პოლიტიკოსები და ე.წ. ოფინიონ-მეიქერები, ისევ “ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევაში” გვდებს ბრალს, ოღონდ ამ შემთხვევაში, დეპერსონალიზირებული, პარტიულად გადადღაბნილი, პროპორციული წესის სასარგებლოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი