ბრიტანეთის საბჭო საქართველოში კომპიუტერული IELTS ტესტის ადმინისტრირებას იწყებს

0

ბრიტანეთის საბჭო საქართველოში კომპიუტერული IELTS ტესტის ადმინისტრირებას იწყებს.

IELTS (International English Language Testing System) არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ინგლისური ენის ტესტი, რომელიც გასულ წელს სამ ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩააბარა. IELTS აღიარებულია 10,000-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს მასშტაბით, როგორებიცაა უნივერსიტეტები, სკოლები, დამსაქმებლები და საემიგრაციო სამსახურები.

ბრიტანეთის საბჭომ საქართველოში 25 წლის მანძილზე ჩაატარა 45 000-ზე მეტი IELTS გამოცდა. IELTS არის ტესტი, რომელიც ეხმარება ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით პირადი მიზნების მიღწევაში.

2019 წლის 29 ნოემბრიდან საქართველოში IELTS ტესტის ჩაბარება შესაძლებელია კომპიუტერულადაც.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპიუტერული IELTS ტესტი არ გულისხმობს წერილობით IELTS ტესტის ჩანაცვლებას. ამ სიახლით კანდიდატებს ეძლევათ არჩევანის შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, რომელი ფორმით უფრო მოხერხებულია მათთვის გამოცდის ჩაბარება – წერილობით (paper based) თუ კომპიუტერულად.

კომპიუტერული IELTS ტესტიც შედგება ოთხი კომპონენტისაგან: მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი. გამოცდის საუბრის ნაწილი, ისევე როგორც წერილობითი IELTS ტესტის შემთხვევაში ტარდება გამომცდელთან პირისპირ, რადგან გასაუბრების ეს მეთოდი ყველაზე ეფექტურია ცოდნის გამოსავლენად, რასაც ჩვენი გამოცდის კანდიდატებიც ხშირად ადასტურებენ.

”მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ბრიტანეთის საბჭო საქართველოში იწყებს კომპიუტერული IELTS ტესტის ადმინისტრირებას. ტესტის წარმატება უმეტესად ეყრდნობა ჩვენს უნარს სწრაფად მოვახდინოთ ადაპტირება მუდმივად ცვლად გარემოსთან და ტექნოლოგიებთან, დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოლოდინი. 2019 წლის 29 ნოემბრიდან ჩვენს კანდიდატებს მივცემთ საშუალებას თავად აირჩიონ ტესტის ფორმატი, თავიანთი კარიერული მისწრაფებების თუ აკადემიური მიზნების მისაღწევად,”- აცხადებს ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძე.

დეტალური ინფორმაციისთვის IELTS გამოცდის შესახებ ეწვიეთ ბრიტანეთის საბჭოს ვებ გვერდს: https://www.britishcouncil.ge/en/exam/ielts

კონკრეტულად კომპიუტერული IELTS ტესტის შესახებ ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://takeielts.britishcouncil.org/ielts-on-computer

ბრიტანეთის საბჭო დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა და ხელს უწყობს თამანშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროებში, IELTS ტესტს კი ადმინისტრირებას უწევს 100-ზე მეტ ქვეყანაში 800-ზე მეტ ლოკაციაზე.

კომენტარები

კომენტარი