ცხინვალი – ვაჟა გაფრინდაშვილი აგვისტოს ომში მონაწილეობდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტში 9 ნოემბერს დაკავებულ ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

კერძოდ, ე.წ. უწყების პრეს-მდივნის ეკატერინა ბიაზროვას განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტანი ვაჟა გაფრინდაშვილი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სამხედრო ექიმის სტატუსით, აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტანმა ვაჟა გაფრინდაშვილმა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი გამიზნულად დაარღვია. მის ქმედებაზე ვრცელდება სისხლის სამართლის მუხლი „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ შესახებ. ის დაკავებულია წინასწარი გამოძიების დროისთვის ორი თვით. სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის თანახმად, გაფრინდაშვილს სახელმწიფო ადვოკატი დაუნიშნეს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თბილისის მკვიდრი და მაცხოვრებელი გაფრინდაშვილი, 2008 წლის ომში, სამხედრო ექიმის რანგში აქტიურად მონაწილეობდა.

გაფრინდაშვილის და მისი კურატორების პროვოკაციული ქმედების პასუხი სამართლებრივ ჭრილში განიხილება და ის მიმართულია რეციდივის და ესკალაციის ზრდის არიდებაზე, ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე“, – განაცხადა ბიაზროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები