რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთიდან რძე, თაფლი და ხორცი არ გაატარეს

„ადლერის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, ოკუპირებული აფხაზეთიდან 39 კილოგრამი უვარგისი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში საკვები პროდუქტები ამოიღეს.

რუსეთის „როსსელხოსნადზორის“ სამხრეთის სამმართველოს ინფორმაციით, ნოემბრის დასაწყისიდან 20 კგ. რძის პროდუქტების სხვადასხვა სახეობა, თაფლი 8 კგ, 4 კგ ხორცი და 6,5 კგ თევზი ამოიღეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქონელს შეტანის ნებართვა, და შესაბამისი ვეტერინარული დოკუმენტები არ გააჩნდათ.

„როსსელხოზნადზორში“ ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკონტროლო პუნქტზე შესაბამისი ბანერებია განთავსებული, რომელზეც გადატანის წესებია ჩამოთვლილი, დარღვევები რეგულარულად ვლინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები