სოფელ ეცერის მახლობლად, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო

0

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით, 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, ისინი უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია და ნინო ვიბლიანი.

დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის  გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გუშინ, გამთენიისას გაუჩნდა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი