სოფელ ეცერის ტყეში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლიკვიდირებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ .

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, დაკვამლიანება და ხანძარი გამთენიის 4 საათზე შეამჩნიეს, რის შემდეგაც სამაშველო სამსახურში დარეკეს.

მათივე თქმით, სამაშველო სამსახურმა აღნიშნულ ზარზე დროული რეაგირება არ მოახდინა, რამაც ხანძრის არეალის გაფართოება გამოიწვია.

ხანძრის ლიკვიდაციას 45-მდე მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე ცდილობს. ეცერის მოსახლეობა, არ გამორიცხავს რომ დამატებითი ძალების დახმარება გახდეს საჭირო, რათა სტიქია დასახლებულ პუნქტამდე არ გავრცელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები