გიორგი ვოლსკი: რაც ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება იმ დღის წესრიგში, რომლითაც ვიცხოვრეთ დღემდე

0

“მე, რაც ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება იმ დღის წესრიგში, რომლითაც ვიცხოვრეთ დღემდე”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ სხვადასხვა პოზიციებზე მდგომმა კოლეგებმა  დიდი პოლიტკური ძალიასხმევა და შეგნება გამოავლინეს, როცა მათ ერთიანობა შეინარჩინეს, – “ერთმანეთს ვუთხარით, რომ სახელმწიფო ვერ აიტანს კიდევ ერთ სერიოზულ დარტყმას, თუნდაც უმრავლესობის დაშლას და დაპირისპირებას, რაც გაახარებდა იმ ადამიანებს, ვისაც დესტაბილიზაცია მთავარ ამოცანად მიაჩნიათ”, – აცხადებს ვოლსკი.

„ამათმა, რაც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ პარტიის ლიდერი განაპირობებს ყველაფერს და მისი ერთი დაძახება საკმარისია იმისათვის, რომ ყველა იყოს ერთსა და იმავე აზრზე,  არ არის ასე. მე რაც ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება იმ დღის წესრიგში, რომლითაც ვიცხოვრეთ დღემდე. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი პოლიტკური ძალიასხმევა და შეგნება გამოვავლინეთ   მაშინ, როდესაც სხვადასხვა პოზიციებზე მდგომმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ, რომ ერთიანობა შეგვენარჩუნებინა. ერთმანეთს ვუთხარით, რომ სახელმწიფო ვერ აიტანს კიდევ ერთ სერიოზულ დარტყმას, თუნდაც უმრავლესობის დაშლას და დაპირისპირებას, რაც გაახარებდა იმ ადამიანებს, ვისაც დესტაბილიზაცია მთავარ ამოცანად მიაჩნიათ”, – ამბობს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი