ხოშტარია თალაკვაძეს: მაგ ბოქლომს ჩემი ხელით დაგაჭერინებ, გპირდები

“აჩიკო თალაკვაძევ, მართლა რომ დაგიჯერებია, რომ რაღაცის თავმჯდომარე ხარ, მაგ ბოქლომის ჭერა ბევრჯერ მოგიწევს, ჩემი ხელით დაგაჭერინებ ხელში, პირობას გაძლევ”, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც დღეს ბიუროს სხდომაზე ის ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა, რომელიც პარლამენტის ჭიშკარზე აქციის მონაწილეებმა დაკიდეს.

ხოშტარიას განცხადებით, „დღეს ხელისუფლება იყო უსუსური, მარტოდ დარჩენილი და საცოდავი, რომელმაც ძალის დემონსტრირებისთვის შოუ მოაწყო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები