ნინო ლომჯარია: ვფიქრობ დიალოგი ყველაზე სწორი გამოსავალია, თუ არის მზაობა ხელისუფლების მხრიდან, რომ წავიდეს დათმობებზე

„ძალიან მაწუხებს ის ფაქტი,  რომ შეიძლება მივიღოთ მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რაც ქვეყნის ინტერესებში არ არის, ამიტომ ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით დიკუსია და დიალოგი ყველაზე სწორი გამოსავალია, თუ რა თქა უნდა არსებობს ამის პოლიტიკური რესურსი და მზაობა ხელისუფლების მხრიდან, რომ წავიდეს იგი დათმობებზე“ – განაცხადა სახალხო დაცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკაცშირებით.

ლომჯარია ასევე ფიქრობს, რომ მჯელობა უნდა განახლდეს ისეთი საარჩევნო სისტემის მიღებაზე, რაც ყველა პოლიტიკური ძალისთვის მისაღები იქნება.

„მე ეს არ მომწონს და არა მგონია ვინმეს უნდოდეს მსგავსი სიტუციის გაგრძელება. გამოსავალი იყო იმაში,რომ ჩვენ  მიგვეღო პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ სტაბილრობას და სამართლიანობას უზრუნველყოფდა. რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ დიალოგის გაგრძლეებას, თუ კი ამის პოლიტიკური რესურსი არსებობს და მსჯელობის განახლებას იმაზე, როგორ მივიღოთ ისეთი საარჩევნო სისტემა, რაც იქება მისაღები და კომპრომისული ყველა პოლიტკური ძალისთვის. წინაღმდეგ შემთხვევაში ძალიან მაწუხებს ის ფაქტი,  რომ შეიძლება მივიღოთ მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანანაში, რაც საერთო ჯამში ქვეყნის ინტერესებში არ არის, ამიტომ ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით რა თქმა უნდა უნდა დაბრუნდეს დიკუსია და დიალოგი არის ყველაზე სწორი გამოსავალი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არსებობს ამის პოლიტიკური რესურსი და მზაობა ხელისუფლების მხრიდან, რომ წავიდეს იგი დათმობებზე“, – განაცხადა  ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები