სერგო რატიანი: არჩილ თალაკვაძე დაგვცინის, საკუთარ თავსაც დასცინის

0

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ოპოზიციას პარლამენტში დებატების გამართვისკენ მოუწოდა, მათ დასცინა.

„არჩილ თალაკვაძე დაგვცინის ჩვენ და საკუთარ თავსაც დასცინის, იმიტომ რომ იმ ტყუილის შემდეგ ლაპარაკი კოსმეტიკურ რეფორმაზე არის სრულიად გაუგონარი რამე. არც იციან უკვე რა უნდა ილაპარაკონ, სათქმელი აღარაფერი აქვთ. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი მატყუარები და იმდენად სამარცხვინოები არიან, რომ ბევრმა ადამიანმა დატოვა უმრავლესობა. დღეს „ქართული ოცნების“ სახელი არის სირცხვილი, და იქ ყოფნა არის სირცხვილი. ჩვენ საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან არ გავდივართ, კანონს არ ვარღვევთ, პიკეტირებაც კანონის ფარგლებში იყო და ის ფაქტი, რომ დღევანდელი ძალადობა მშვიდობიანად დამთავრდა – ჩვენი დამსახურებაა, მათი დამსახურება კი არა“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე მოუწოდა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, რომ პოლიტიკური დებატები პარლამენტში გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი