კახა კალაძე: ოპოზიციამ უარი თქვა კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეულიყო
ოპოზიციის ქმედებები კანონის ჩარჩოებს გასცდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების შესახებ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიციამ კანონის სრული დაცვით იმოქმედა.
“ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა და აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს დილიდან ამ ადამიანებმა სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.