არჩილ თალაკვაძემ ოპოციზიას სიმბოლურად, გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი გადასცა

0

მე მინდა მათ სიმბოლურად დავუბრუნო, გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განაცხადა და ოპონენტებს მიმართა.

“მე მინდა მათ სიმბოლურად დავუბრუნო, გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც მათ ღირებულებებს გამოხატავს მოქალაქეების და სახელმწიფოს მიმართ. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ბოქლომი დაადეს მედიას და ეს იყო დემოკრატია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობის ბლოკირების მიზნით პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომები გუშინ დაადეს.

კომენტარები

კომენტარი