გიორგი ვაშაძე: არაძალადობრივი გზით მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება
არაძალადობრივი გზით მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება, – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“არაძალადობრივი გზით მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება. დიდი ნაბიჯი გადავდგით დღეს, როცა ვაჩვენეთ რეალური სახე “ქართული ოცნების”. რას ვაპირებთ?! ნახავთ, ხვალაც, ზეგაც. მიუხედავად იმისა, რომ გზები დაკეტილია, რამდენი ადამიანი მოგვემატა კიდევ. საქართველოს სჭირდება ეროვნული ერთობა და თანხმობა. სიკეთე სძლევს ბოროტებას,” – განმარტა ვაშაძემ.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.