ალეკო ელისაშვილი: დედაჩემი მთელი დღეა კვდება ტირილით
„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ელისაშვილმა პარლამენტის შენობასთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„დედაჩემი მთელი დღეა კვდება ტირილით. მაგრამ მე მინდა ის დავამშვიდო. და თქვენც მოგიწოდოთ რომ მოხვიდეთ აქ. ჩვენ ვადამდე პროპორციულ არჩევნებს ვითხოვთ, ამისთვის მოდით აქ. გეხვეწებით მოდით აქ. გამოდით ერთად დავდგეთ და დავენახოთ”, – მიმართა აქციის მონაწილეებს ალეკო ელისაშვილმა.