სოზარ სუბარი: “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ ფასს კიდევ ერთხელ გადაიხდის

“ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ ფასს კიდევ ერთხელ გადაიხდის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიცია და სპეცრაზმი კანონის შესაბამისად მოქმედებს.

“რადიკალური მოწოდებები ხელისუფლების დამხობა, საყოველთაო დაუმორჩილებლობა, რევოლუცია, როდესაც ხდება პარლამენტის ბლოკირება, პარლამენტის წევრებზე თავდასხმა, პარლამენტის ჭიშკარზე ბოქლომების დადება და სახელმწიფო შენობების ბლოკირება ბუნებრივია, სახელმწიფო მოვალეა, რომ იმოქმედოს და ეს მოქმედება განახორციელა. უკანონობა, რომელიც ხდებოდა აღკვეთილია, ყველა აღიარებდა, რომ ხდებოდა უკანონო ქმედებები. პოლიცია და სპეცრაზმი კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ხდებოდა აღმაშფოთებელი თავდასხმები პოლიციელებზე. განსაკუთრებით გამოვყოფდი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს. ეს ყველაფერი ადამიანურ ჩარჩოებს სცილდება. ამის გამო, “ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთხელ გადაიხდის პოლიტიკურ ფასს”,- განაცხადა სუბარმა.

​პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები