დავით ბაქრაძე: პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას პერმანენტულად ცდის.

მისივე თქმით, პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება.

“ეს არ არის მხოლოდ მიტინგის დარბევა ან ძალის გამოყენება. ბიძინა ივანიშვილი პერმანენტულად ცდის ქართულ საზოგადოებას. დღეს კიდევ ერთხელ ქუჩაში გამოსული ადამიანები დაშალა და კიდევ ერთხელ ცდის საზოგადოებას, გადაყლაპავს თუ არა ამ შეურაცხყოფას. ხალხნო, თუ ჩვენ ეს ყველაფერი გადავყლაპეთ, ჩვენ საერთოდ მომავალი აღარ გვექნება. ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ადამიანი ყველაფერს გვართმევს.

აუცილებლად გაგრძელდება პროტესტი, რაც არ უნდა ქვიშა და კარვები წაიღონ. პროტესტი გაგრძელდება, სანამ ადამიანები ცოცხლები არიან. ვისაც არ უნდა, რომ ეს ქვეყნა იყოს ბიძინა ივანიშვილის შინამეურნეობა, აუცილებლად გაგრძელდება პროტესტი,” – განმარტა ბაქრაძემ.

სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები