სალომე სამადაშვილი: სამთავრობო შენობების პიკეტირება გაგრძელდება, 9 აპრილის მერე არ გვახსოვს ასეთი სისასტიკე
ბიძინა ივანიშვილის წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების არავის ეშინია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების შესახებ განაცხადა.
“ესეთი ძალადობა საკუთარ ხალხზე მე არ მახსენდება. ალბათ აქ 1989 წლის 9 აპრილის მერე არ გვახსოვს ესეთი სისასტიკე. ეს არის გაუქმება ქვეყანაში ყველანაირი პროცესის. წაგვართვეს დემოკრატიული არჩევანის უფლება. არავის არ ეშინია ბიძინა ივანიშვილის წყლის ჭავლის, არც რეზინის ტყვიების და არც ტყვიების. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. საქართველო არ იქნება რუსეთის მსგავსი ქვეყანა და არ იქნება რუსეთის ნაწილი, რაც სურს ივანიშვილს. გაგრძელდება სამთავრობო შენობების პიკეტირება. ბიძინა ივანიშვილს თუ გონია, რომ წყალი მოგვასხა და ამიტომ მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას, ძალიან ცდება,“ – აღნიშნა სამადაშვილმა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცრაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.