ეკა ბესელია: მივმართავ ხელისუფლებას – აქცია არ დაარბიოთ
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტთან მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია არ დაარბიოს.
“კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას – არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია!
ნუ დაემსგავსებით წარსულს და გაიხედეთ მომავლისკენ!
დიალოგი და პრობლემის გადაწყვეტა არის გამოსავალი!!!”- წერს ბესელია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო. კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. კანონპროექტის ჩავარდნამ საპროტესტო აქციები გამოიწვია. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული. შსს-მ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ არაერთხელ მოუწოდა. ამასთან აქციის მონაწილეებს გზის გასახსნელად 30 წუთი მისცეს.