გიგა ბოკერია: ჩვენ აქ ვართ და არ ვიშლებით
ჩვენ აქ ვართ და არ ვიშლებით, – ასე უპასუხა სამართალდამცველების მიერ მიცემულ 30-წუთიან ვადას ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.
როგორც ჟურნალისტებს მან განუცხადა, ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში არ მოქმედებს და მათი მოწოდება კონსტიტუციის დაცვაზე ცინიზია.
ამასთან, პარლამენტის შენობის მიმდებარედ და რესპუბლიკის მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული.
პარლამენტის შენობის შესასვლელები დილიდან ბლოკირებულია. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.