გია ვოლსკი: სახალხო დამცველის განცხადება უცნაური იყო

სახალხო დამცველის განცხადება უცნაური იყო, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი პარლამენტთან განვითარებულ მოვლენების შესახებ ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც “პარლამენტის პიკეტირება კანონიერი არ არის, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა“.

“მინდა გამოვეხმაურო სახალხო დამცველის უცნაურ განცხადებას. ​ამ თეორიას თუ მივყვებით მოძალადე ან დამნაშავე, თუ ჩადის დანაშაულს ეს არის ძალადობის ობიექტის ბრალი. მე ვერ წარმომიდგენია ასეთ სიტუაციაში საზოგადოებისათვის როგორ შეიძლება შეიქმნას ცხოვრების ნორმალური პირობები. აქედან გამომდინარეობს ჩემი აზრით ის გადაწყვეტილება, რომ დღეს უნდა გაიმართოს ბიურო”, – განმარტა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები