პარტაქტივის კოლონა აჭარიდან თბილისისკენ მიემართება (ვიდეო)

პარტაქტივის კოლონა აჭარიდან თბილისისკენ მიემართება. ისინი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

რეგიონებიდან წამომსვლელთა უმეტესობა საპროტესტო აქციების მოთხოვნებს არ იცნობს. კითხვაზე იზიარებენ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნებს, ამბობენ რომ იზიარებენ, თუმცა უმეტეს მათგანს მოთხოვნების შინაარსი არ ესმის. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით, საკუთარი სურვილით მიდიან აქციაზე.

ამასთან, “რეგიონული კვირის” კამერამ გადაიღო, რომ თბილისში წამომსვლელთა შეხვედრის ადგილებზე, ორგანიზატორები სიებს აწარმოებდნენ და მიმსვლელებს აღრიცხავდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები