პარტაქტივის სიები და დაქირავებული სამარშრუტო ტაქსები – “ნაცმოძრაობა”  მხარდამჭერების მობილიზებას სხვადასხვა რეგიონებიდან ახდენს (ვიდეო)

სამეგრელოდან, აჭარიდან და რაჭიდან ოპოზიციის პარტიული აქტივი დედაქალაქისკენ სპეციალურად დაქირავებული სამარშრუტო ტაქსებით მიდის. ნაცმოძრაობის პარტიული აქტივი თბილისის მიმართულებით სამივე რეგიონიდან თითქმის ერთდროულად დაიძრა.

რეგიონებიდან წამომსვლელთა უმეტესობა საპროტესტო აქციების მოთხოვნებს არ იცნობს. კითხვაზე იზიარებენ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნებს, ამბობენ რომ იზიარებენ, თუმცა უმეტეს მათგანს მოთხოვნების შინაარსი არ ესმის. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით, საკუთარი სურვილით მიდიან აქციაზე.

ამასთან, “რეგიონული კვირის” კამერამ გადაიღო, რომ თბილისში წამომსვლელთა შეხვედრის ლოკაციებზე, ორგანიზატორები სიებს აწარმოებდნენ და მიმსვლელებს აღრიცხავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები