“ამბობს, რომ საქართველოში, ქართულ მიწაზე იმყოფება” – ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალდებას  და აცხადებს,რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს, რადგან ის საქართველოში იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას ექიმი დავით ღვინიაშვილი ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულებზე დაწყრდნობით ავრცელებს.

“პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით საქმე არის შემდეგში – ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან – აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე, ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ”, – განაცხადა  დავით ღვინიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაშავებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა.  ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები