ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალში ორთვიანი ე.წ. პატიმრობა შეუფარდეს
ტრავმატოლოგ- ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარეს ვაჟა გაფრინდაშვილს, ცხინვალში ე.წ. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
აღნიშნული ინფორმაცია“ კვირას“ სუს-ში დაუდასტურეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ „უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავივშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად“.
ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს. როგორც ცნობილი ექიმის მეუღლემ მედიას განუცხადა, გაფრინდაშვილი პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.