ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, იმ მასწავლებლებისთვის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა, რომლებმაც პედაგოგიური მოღვაწეობა დაასრულეს და სახელმწიფოსგან ფულადი ჯილდოს სახით ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღეს. პედაგოგებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
​ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე დაესწრნენ.
„პირველ რიგში, მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ოჯახთან ერთად, სწორედ თქვენ გაკისრიათ მთავარი პასუხისმგებლობა ჩვენი ახალგაზრდა თაობის ჯანსაღ განვითარებაზე. მჯერა, ეს მოვალეობა პირნათლად შეასრულეთ. არაერთი თაობა აღზარდეთ. მათ სათანადო განათლება მიეცით და პასუხისმგებლიან პიროვნებებად ჩამოაყალიბეთ. თქვენი ღვაწლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია“, – აღნიშნა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებმა პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს. ღონისძიებაზე ქართული ფოლკლორი ადგილობრივი ანსამბლებიც მონაწილეობდნენ.
დღის ბოლოს მასწავლებლებისთვის საზეიმო ვახშამი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები