თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში თხილის სექტორში არსებული ვითარება შეაჯამეს

თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში თხილის სექტორში არსებული ვითარება შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო.
„მოგეხსენებათ, თხილი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. შესაბამისად, თხილის სექტორის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყურადღება მინდა გავამახვილო დარგობრივი ასოციაციების როლის გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მათი კონტრიბუციის მნიშვნელობაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და სახელწიფოს ერთიანი ძალისხმევის წარმატებული შედეგი თხილის სექტორში არსებული ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური გამოწვევის – აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციას Ferrero დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.
შეხვედრაზე ყურადღება მცირე ფერმერების ცოდნის გაღრმავებასა და არასაკმარისი მოცულობისა და რაოდენობის სასაწყობო მეურნეობის საკითხებზე გამახვილდა.
შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეთხილე ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები