ლაშა მესხი: ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია და მითუფრო პოზიცია დაშორებულია საზოგადოებას სინათლის წელიწადებით

ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლაშა მესხი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოცალური ქსელით ეხაურება. მისი თქმით, ქვეყანაში ოპოზიცია და მითუფრო პოზიცია დაშორებულია საზოგადოებას სინათლის წელიწადებით…

“20 ივნისის ღამესაც პარლამენტთან ვიდექი, ბასიანის აქციაზე, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერადაც, მშრომელთა უფლებების დაცვისთვის არაერთხელ. ჰოდა მგონი სამართლიანად ვთვლი თავს ამ ქვეყნის ერთ ერთ რიგით ჯარისკაცად!
ვფიქრობ ჩვენ ვართ ახალი თაობა, რომელმაც ქართულ პოლიტიკურ ველში ცვლილებები უნდა მოვახდინოთ! სხვაგვარად უბრალოდ თავბრუ გვეხვევა ამდენი წრეზე ბრუნვით… ჰოდა გუშინდელ დღეს გარდა იმისა, რომ რუსთაველზე საშინელი ნაფტალინის სუნი იდგა ნამდვილად მიუღებელი იყო ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა და მისი მხადამჭერის ირონია 20 ივნისის აქციის ა პარტიული წევრების მიმართ : „ესაა რო გაიძახდით პარტიები არ გვინდა იმის შედეგი”, „ახლაც არ აგვიშვებთ სცენაზე?”, „ჩვენ გარეშე რო არაფერი გამოდის ვეღარ მიხვდით?” და აშ…

ვერავინ ვერასდროს გააცნობიერა ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ძალა. ვერავინ აღიარა ის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების ზემოთ არის საზოგადოება.არაერთხელ მითქვამს და კიდევ განვმეორდები ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია და მითუფრო პოზიცია დაშორებულია საზოგადოებას სინათლის წელიწადებით…
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ წრეზე ბრუნვით მე დავიღალე. მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე სადაც მთავარი ღირებულება ადამიანია და არა ვიღაცის პირადი ინტერესები. ინტერესი იქნება ძალაუფლების ჩაჭიდება, რევანში თუ სხვა რამ. მინდა რომ ქვეყნის უმეტესობას შიმშილის და ელემენტარული საარსებო პირობების პრობლემა არ ჰქონდეს, მინდა რომ ჩვენი ქვეყნიდან არ გარბოდნენ, სამუშაო ვისაც არ აქვს ჰქონდეს და ვისაც აქვს თავს ღირსეულად გრძნობდეს… ელემენტარულად, მინდა, რომ ხალხი ქუჩაში იღიმოდეს….

რამდენიმე დღის წინ მეტეხის ხიდზე პატრიარქმა სამჯერ გაიმეორა სიტყვები : „მიყვარხარ საქართველო”… ჰოდა მეც დავფიქრდი – ერთადერთი რის გამოც ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ არის ის, რომ მიყვარს! მიყვარს და არსებული პოლიტიკური ელიტებისთვის არ მემეტება…”, – წერს ლაშა მესხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები