საქართველოს დელეგაცია პარიზში მიმდინარე UNESCO-ს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიაში მონაწილეობს 

საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, პარიზში 2019 წლის 12 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე მიმდინარე UNESCO-ს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიაში მონაწილეობს. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეტა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 14 ნოემბერს, ზოგადი პოლიტიკური დებატების (General Policy Debates) ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ გენერალური კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„გამოსვლისას ხაზი გაესვა საქართველოსა და UNESCO-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და ქვეყნის ძალისხმევას მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით. მინისტრის მოადგილემ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მან სრული მხარდაჭერა გამოხატა UNESCO-ში მიმდინარე რეფორმების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ეფექტურობისა და მოქნილობის გაზრდის კუთხით. ხათუნა თოთლაძემ კვლავ გაამახვილა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემატიკაზე და დააფიქსირა პროცესებში ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობა, განსაკუთრებით კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საქმეში. UNESCO -ს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიამ, 2020-2021 წლებში ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნის ფარგლებში, დაამტკიცა ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილე. თარიღი აღინიშნება 2021 წელს, იუნესკოს თანამონაწილეობით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები