რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქცია აქტიურ ფაზაში გადავიდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია აქტიურ ფაზაში გადავიდა. საპროტესტო შეკრებას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებას აპროტესტებენ.

მათ ცოტა ხნის წინ სიმბოლური ბარიკადებით გზა გადაკეტეს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები