ე.წ.სამხრეთ ოსეთის რადიოში ქართული მუსიკა ისმის – ცხინვალი „პრობლემას“ ვერ აგვარებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რადიოსადგური “Ир-FM”, რომელიც FM 102.3 სიხშირეზე მაუწყებლობს უკვე მესამე თვეა „პრობლემის“ წინაშეა. კერძოდ, სიხშირეზე ქართული მუსიკა ისმის.

ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საკითხს ვერ აგვარებს.

რადიოსადგურზე სიგნალი 7 აგვისტოს დაიკარგა. საქმის კურსში დე ფაქტო “პრეზიდენტიც” კი, ჩააყენეს.

საუბარი მიდიოდა ახალი აღჭურვილობის შეძენაზე, რადგან ამჟამინდელი მოძველებულია და საჭიროა ოთხი გადამცემის ყიდვა.

როგორც კავშირგაბმულობის კომიტეტის ე.წ. თავმჯდომარემ ჰასან გიგოლაევმა განაცხადა, ამჟამად სპეციალისტები ძველი გადამცემის შეკეთებას ცდილობენ, ახლის შესაძენად თანხა ჯერ გამოყოფილი არ არის.

რადიო “Ир-FM” ე.წ.სამხრეთ ოსეთში 1932 წლის აპრილიდან მაუწყებლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები