კარლო კოპალიანი: ქალი დეპუტატების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გავხდი (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანის თქმით, იგი პარლამენტში ქალების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. როგორც თავად ამბობს, მას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ელენე ხოშტარიას დახმარებით, საპარლამენტო მანდატი გადაუჭრა.
“დღეს სცადეს რომ გავეშვი პარლამენტიდან ე.წ. ოპოზიციონერი ქალბატონების ძალადობის მსხვერპლი გავხდი. ბოკუჩავა და ხოშტარია დამესხნენ თავს, სხდომათა დარბაზში, სადაც მე ვიჯექი ჩემს ადგილას. ხოშტარიამ ამოიღო ჩემი ბარათი ბოკუჩავას მომზადებული ჰქონდა ბარათი და გადამიჭრა. მეორენახევარი სხვათაშორის ხოშტარიას აქვს სამახსოვროდ, ჩემი თვალები მოსწონს ეტყობა. მე ამას ვაფასებ თავდასხმად”, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები